ფოთში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექცია დღეს 39 წლის ქალბატონს, 19 წლის ახალგაზრდას და 45 წლის მამაკაცს დაუდგინდა. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან.
ეპიდემიოლოგების განცხადებით, მათი ინფიცირება ბათუმის კლასტერს უკავშირდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა.