19 აპრილი 2024,   22:39
ვრცლად
აჭარაში კორონავირუსით 4 მედიკოსი დაინფიცირდა - მათ შორის ერთი მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტირებას უტარებდა

აჭარაში კორონავირუსით 4 მედიკოსი დაინფიცირდა. COVID-19 ბათუმის საოჯახო მედიცინის ცენტრის დირექტორს და 3 თანამშრომელს დაუდგინდა. მათ შორის, ერთ-ერთი ის თანამშრომელია, რომელიც მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტირებას უტარებდა.


სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელთა ნაწილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ნაწილი კარანტინში, ნაწილი კი თვითიზოლაციაში იმყოფება. ინფიცირებულთა კონტაქტების მოძიება ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ორდღიანი პაუზის შემდეგ, კლინიკამ მუშაობა დღეს განაახლა.

დღის ამბები