18 აპრილი 2024,   12:39
ვრცლად
ქუთაისში დაჭრილი 20 წლის ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა

ამ დრომდე მძიმე რჩება ქუთაისში დაჭრილი 20 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ახალგაზრდას რეფერალურ ჰოსპიტალში ორი ოპერაცია ჩაუტარდა. პაციენტს გულმკერდის არეში მრავლობითი ჭრილობა, წინასწარი ინფორმაციით, დანით აქვს მიყენებული.

ინციდენტი ქუთაისში რესტორან "პალადიუმის" მიმდებარედ ორი დღის წინ მოხდა. თვითმხილველების თქმით, დაჭრას წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება რესტორანში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდებს შორის, რომლებიც ერთ სუფრასთან ისხდნენ. ჩხუბში დაახლოებით ხუთი ადამიანი მონაწილეობდა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

"შემოიყვანეს ახალგაზრდა მამაკაცი ტრავმული შოკით, შინაგანი სისხლდენით, სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი ჭრილობები ძირითადად გულმკერდის არეში, სასწრაფოდ აყვანილ იქნა საოპერაციო ბლოკში, გაკეთებულ იქნა გადაუდებელი ოპერაცია. ამ ეტაპზე პაციენტი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე, მისი მდგომარეობა ამ წუთისთვის სტაბილურია, თუმცა რჩება მძიმედ," - განაცხადა ექიმმა ირაკლი ლაგვილავამ.

დღის ამბები