სამეგრელოსა და გურიაში ეპიდემიოლოგები მუშაობენ - სენაკში, სოფელ თეკლათში COVID-19-ის გამოვლენილი ახალი შემთხვევების გამო 150-მდე პირი, მათ შორის პედაგოგები და ბავშვები, იზოლაციაში არიან. რეგიონში კორონავირუსი 2 მოსწავლეს და 1 მასწავლებელს დადასტურებული აქვს.
გურიაში კი დღეს 60-ზე მეტი პირის ტესტის პასუხებს ელოდებიან. რეგიონში სულ COVID-19-ის 58 შემთხვევაა დადასტურებული. ჩატარებული 170 ტესტის შედეგად, 7 ახალი ფაქტი გამოვლინდა. აქედან 5 ლაითურის პირველი შემთხვევის კონტაქტებია, ერთი ლანჩხუთს, სოფელ სუფსას უკავშირდება, ერთი კი ჩოხატაურს.
"აღებული ტესტების პასუხების ძირითადი ნაწილი იყო უარყოფითი, შვიდი დადებითი ფაქტი დაგვიდასტურდა. სულ აღებულია 179 ტესტი, 170-ს პასუხი მოვიდა, დანარჩენი იყო გადამოწმებაზე. დადასტურდა როგორც გითხარით 7, აქედან 5 არის ლაითურის შემთხვევა, 1 არის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან და ერთი არის ჩოხატაურიდან. ძირითადად დაინფიცირება ხდებოდა ოჯახის წევრებში. ერთი შემთხვევა იყო, რომელიც ბათუმის მოგზაურობას უკავშირდებოდა," - აცხადებს გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია.