ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ 56 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ე.წ. ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ტესტირება 173 ადამიანს ჩაუტარდა.
ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში 99 კოვიდინფიცირებულს მკურნალობენ. 6 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ოკუპირებულ აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ კორონავირუსის 995 ფაქტი დადასტურდა, მათგან 7 ინფიცირებული გარდაიცვალა.