19 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
საქართველოში COVID-19-ით 21-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში COVID-19-ით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. "კურიერის" ინფორმაციით, გარდაცვლილთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა და არსებული ინფორმაციით, დაღუპული პაციენტი ქუთაისში კლინიკა "ბომონდში" მკურნალობდა. 

"კურიერის" ინფორმაციით, პაციენტი ბათუმიდან იყო. ასაკოვან ქალს რამდენიმე თანმდევი დაავადება ჰქონდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო. ის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს.  დეტალურ ინფორმაციას კლინიკა ცოტა ხანში გაავრცელებს.

კიდევ ერთი გარდაცვალების ფაქტი ოფიციალურ სტატისტიკაში ჯერ ასახული არ არის. 

კორონავირუსით ინფიცირებული 77 წლის ქალი მკურნალობის კურსს "კლინიკა ბომონდის" კოვიდკლინიკაში გადიოდა. განცხადებას კლინიკა ავრცელებს. მათი ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში დადასტურებული კოვიდინფექციით ბათუმის რეფერალური საავადმყოფოდან 20 სექტემბერს, 07:00 საათზე, მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. 

"პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შემოყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი. აღენიშნებოდა გულის იშემიური დაავადება, ორმხრივი მწვავე პნევმონია, თავის ტვინის ქერქის ატროფია, დაუზუსტებელი მწვავე ინსულტი, ქრონიკული უკმარისობის მეოთხე ფუნქციური კლასი და შაქრიანი დიაბეტი. მაშინვე გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა,"- ამბობს "კლინიკა ბომონდის" კლინიკური მენეჯერი მაია ყიფიანი. 

"ბომონდის" კოვიდცენტრში ამ დროისთვის 83 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს. მათ შორის 15 ბავშვი, 8 ორსული და 1 მელოგინეა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მძიმედ ფასდება აჭარის ხანდაზმულთა პანსიონატიდან გადაყვანილი ხანდაზმული ქალბატონის მდგომარეობა.

 

დღის ამბები