საქართველოში კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ეს დღეს კორონავირუსით გარდაცვალების მესამე ფაქტია, საერთო ჯამში კორონავირუსით ქვეყანაში 23 პაციენტია გარდაცვლილი.
საქართველოში კორონავირუსით 23-ე პაციენტის გარდაცვალების შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
"სამწუხაროდ, გვყავს 23-ე გარდაცვლილი. თბილისში ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა საქართველოს არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან გადმოყვანილი პირი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.