გაუპატიურება, რომელიც სამ წელს გრძელდებოდა - 15 წლის ბიჭის გაუპატიურებაში ბრალდებული 67 წლის მამაკაცის ოჯახის წევრები ბრალდებულის უდანაშაულობაზე საუბრობენ და ამბობენ რომ არასრულწლოვანზე ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
"ჩემი მეზობელი ამტკიცებს, რომ თითქოს ღამით დაინახა, როგორ იჯდა ჩემი მამათილი არასრულწლოვანთან ერთად და კონკრეტული აქტი ჰქონდა. რეალურად ჩემი მამათილი ნასვამი იყო და შარდავდა. ვკითხე, თუ ბავშვზე ძალადობდა, რატომ არ გამაგებინა? მითხრა, რომ დაიბნა და შეეშინდა,"- უთხრა "კურიერს" არასრულწლოვანზე ძალადობაში ბრალდებულის რძალმა.
"დაკითხვაზე წაიყვანეს, დააბრუნეს ისევ სახლში. მიზეზი უთხრეს, რომ ნანახი აქვთ მეზობლებს, ბავშვზე ძალადობდაო. დამტკიცებული არაფერია. შვილებს გეფიცებით, სურათები საიდან, კაცს აქვს "ნოკიას" პატარა ტელეფონი,"- ამბობს "კურიერთან" ბრალდებულის ნათესავი.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ვერ აღიარებს იმ დანაშაულს, რაც არ ჩაუდენია. 70 წლამდე მამაკაცს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, პროსტატიტი, თირკმელების პრობლემები აქვს, შეუძლებელია მას ჰქონოდა რაიმე სქესობრივი კავშირი, ნებისმიერთან, მითუმეტეს ბავშვთან. ეს ცრუ ინფორმაცია გამოძიებას მიაწოდა იმ ოჯახმა, რომელიც მტრულ დამოკიდებულებაში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ოჯახთან,"-განმარტავს ბრალდებულის ადვოკატი ალი ბადიროვი.
შეგახსენებთ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, არასრულწლოვანი ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით 68 წლის მამაკაცი დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვანს, რამდენიმე წლის განმავლობაში აუპატიურებდა, ფოტოსურათებს უღებდა და მომხდარის გახმაურების შემთხვევაში, ქონების განადგურებით და ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებოდა.
15 წლის მოზარდი, შიშის გამო, მომხდარს წლების განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა.