კახაბერ ოქრიაშვილს მხარდამჭერები კვლავ ტოვებენ. აქტივისტების ინფორმაციით დღეს 50-მა, სულ ჯამში კი 400-მდე ადამიანმა დატოვა მისი პარტია.
დმანისის რაიონის სოფელ მაშავერაში გააპროტესტეს კახაბერ ოქრიაშვილის "ნაციონალურ მოძრაობაში" გადასვლის გადაწყვეტილება და ამიტომ როგორც მისი ყოფილი თანამებრძოლები ამბობენ, მხარს "ქართული ოცნების" კანდიდატს გოგი მეშველიანს დაუჭერენ.