ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსზე ტესტირება 198 ადამიანს ჩაუტარდა და მათგან 59-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის ე.წ ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობას 100 პაციენტი გადის, მათგან 98-ს COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზი აქვს. მძიმე მდგომარეობაშია 7 პირი, საშუალო სიმძიმისაა 31.
ამბულატორიულად (თვითიზოლაციაში) გამოჯანმრთელდა 20 ადამიანი.