23 აპრილი 2024,   10:03
ვრცლად
თუ "ქართული ოცნების" ხელისუფლებას აქვს გონიერება, ჩვენს წინააღმდეგ აღძრული საქმე აუცილებლად უნდა შეწყდეს - "ლეიბორისტული პარტიის" აქტივისტი

"ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ფრთის წევრები და აქტივისტები მაგისტრ მოსამართლესთან გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტს.

პარტიის აქტივისტებმა გლდანულაში რეაბილიტირებულ პარკში "ქართული ოცნების" დროშების გამოჩენა გააპროტესტეს - მათ დროშების ჩამოხსნა სცადეს, რაც კონფლიქტში გადაიზარდა. ლეიბორისტები პოლიციის უმოქმედობაზე საუბრობენ. 

დაკითხვაზე სამი ადგილობრივი მცხოვრები და "ლეიბორისტული" პარტიის ორი წევრი გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილის განარიდეს 5 პირი.

"ვთანამშრომლობდით გამოძიებასთან. მივაწოდეთ სრულყოფილი ინფორმაცია შეხვედრის დროზე და უშუალოდ იქ მიმდინარე მოვლენების შესახებ. თუ "ქართული ოცნების" ხელისუფლებას აქვს გონიერება, ეს საქმე ჩვენს წინააღმდეგ აღძრული, აუცილებლად უნდა შეწყდეს," - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა, გიორგი ფხალაძემ.  

დღის ამბები