კორონავირუსით აჭარის ტელევიზიის ოპერატორი დაინფიცირდა. ინფიცირებული მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ოპერატორია. 4 თანამშრომელი გადაყვანილია თვითიზოლაციაში. ამ დროისთვის, მიმდინარეობს ეპიდკვლევა. აჭარის ტელევიზია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
"ტელევიზია განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას, წინა შემთხვევის შემდეგ, ტელევიზია დაყოფილი იყო კლასტერებად და საინფორმაციო სამსახურიც ამ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას," - აცხადებს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ვახო ხუზმიაშვილი.