ბათუმის სამშობიაროში კოვიდინფიცირებულ ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, სამშობიარო სახლის დირექტორის განცხადებით ახალშობილიც და დედაც თავს კარგად გრძნობს. ისინი ბოქსირებულ განყოფილებაში არიან მოთავსებული, დღის ბოლომდე კი ახალშობილს კოვიდტესტს აუღებენ.
ბათუმის სამშობიარო სახლში დღეს კიდევ ერთი საკეისრო კვეთა იგეგმება. ამ დროისთვის დაწესებულებაში სულ 25 ინფიცირებული ორსულია, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.