06 მაისი 2024,   23:34
ვრცლად
ერთადერთი გზა, ლარის კურსმა დაიწყოს გამყარება, ხელისუფლების ცვლილებაა - გიორგი ვაშაძე

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ლარის კურსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ  ერთადერთი გზა ლარის კურსის გასამყარებლად  ხელისუფლების ცვლილებაა. ვაშაძის თქმით, ხელისუფლება არაფერს აკეთებს ქვეყნის ეკონომიკის გასაძლიერებლად.

"უმძიმესი ვითარებაა ლარის კურსთან დაკავშირებით, დრამატულად ვარდნას განაგრძობს ყოველდღიურად და ჩვენი 40 მილიონი დოლარის დახარჯვას აპირებს დღეს ეროვნული ბანკი. სამწუხაროდ, ეს 40 მილიონი, როგორც უკვე დახარჯულმა 400 მილიონმა შედეგი არ გამოიღო, ასევე იქნება ამ შემთვევაშიც. 

სრული პასიხუსმგებლობით ვაცხადებ, ერთადერთი გზა, ლარის კურსმა დაიწყოს გამყარება, ეს არის ხელისუფლების ცვლილება,"-აცხადებს პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.

დღის ამბები