ერგნეთში დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე მთავარი თემა ცხინვალის იზოლატორში უკანონოდ მოთავსებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება იქნება.
საოკუპაციო რეჟიმს საქართველოს რამდენიმე მოქალაქე ამ დრომდე დაკავებული ყავს - მათ შორის არიან ზაზა გახელაძე, რომელიც ოკუპანტებმა ივლისში დაჭრეს და შემდეგ გაიტაცეს. ასევე ხვიჩა მღებრიშვილი - მას აბსურდული მიზეზით სამთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. ქართული მხარე საკითხის მწვავედ დაყენებას გეგმავს.