20 აპრილი 2024,   14:19
ვრცლად
ქვეყნის სხვადასხვა კლინიკებში კოვიდინფიცირებული კრიტიკული 18 პაციენტია - მარინა ენდელაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის ინფორმაციით, საქართველოში, ამ დროისთვის ქვეყანის სხვადასხვა კლინიკებში, 18 კოვიდინფიცირებული მძიმე პაციენტია მოთავსებული. აქედან 8 - ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს. 

"დღეისთვის ქვეყანაში 18 კრიტიკული პაციენტი გვყავს, რომელთა მდგომარეობის შესახებ, ჯერჯერობით, პროგნოზირებას ვერ ვაკეთებთ. ყველაზე მეტი კრიტიკული, 8 პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გვყავს, 2 თბილისში, 2 გორში, სახერეშიც 2, ხოლო სამი, ქუთაისში. 

ქვეყანაში კოვიდინფექციის მატებას ველოდით. რა თქმა უნდა, ამდენი კოვიდინფიცირებულის კონტაქტების შემდეგ სატატისტიკა მოიმატებდა, მაგრამ სისტემა გამართულია, მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა და შევძლებთ პაციენტების მართვას. 

რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, ჩვენ გვყავს 32 პაციენტი, აქედან, სამის მდგომარეობა არის მძიმე, პროგნოზსს ვფიქრობთ, რომ იქნება საიმედო. ჩვენ ცენტრში სამი თვის ბავშვიც მკურნალობს, მისი მდგომარეობა მძიმე არ არის და ვფიქრობთ, ყველაფერი კარგად იქნება,"-განაცხადა მარინა ენდელაძემ. 

მისივე თქმით, თბილისში დღეს ახალი კლასტერი არ გაჩენილა და შემთვევები აჭარის რეგიონს უკავშირდება.  

დღის ამბები