25 აპრილი 2024,   09:55
ვრცლად
კახეთში COVID-19-ის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 3 თვის ჩვილის ოჯახის წევრები არიან

კახეთში კორონავიურისის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის არიან 3 თვის ჩვილის ოჯახის წევრები.

ბავშვის მშობლების და ბების ბიოლოგიურ ნიმუშზე დადებითი პასუხი ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

რაც შეეხება მე-4 შემთხვევას. ინფიცირებული სოფელ გვიმრიანის მცხოვრებია, მას აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს. ინფორმაციას ლაგოდეხის ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ.

მათი ინფორმაციით, მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება. ინფიცირებულებს კი სპეციალიზირებულ კლინიკაში მოათავსებენ.

ამ დროის მონაცემებით რეგიონში COVID-19 ლაბორატორიულად 43 მოქალაქეს დაუდასტურდა. მოქალაქეების ძირითადი ნაწილის ინფიცირების წყარო აჭარის კლასტერს უკავშირდება.

დღის ამბები