საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 26-ე პაციენტი გარდაიცვალა. მონაცემი ოფიციალურ ვებგვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ აისახა.
ამ ეტაპზე კორონავირუსს ქვეყანაში სულ 26 პაციენტი ემსვერპლა. დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 4,399-ია.
70 წლის მამაკაცი, ბათუმის "რესპუბლიკურ საავადმყოფოში" 17 სექტემბერს მოათავსეს. მას სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხელება და ფილტვის 90%-ის დაზიანება აღენიშნებოდა.
პაციენტს ასევე ჰქონდა რთული ანამნეზი: გულის ქრონიკული უკმარისობა, გულზე ჩატარებული სტენდირება და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება. მას პროტოკოლის გათვალისწინებით ყველა პროცედურა ჩაუტარდა თუმცა თანმდევი დაავედებების სირთულის გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.