3 საათნახევრინი დაკითხვის შემდეგ, გიორგი შაქარაშვილის საქმის ე.წ ოქროს მოწმემ სხდომათა დარბაზი დატოვა. იაკობ ბრეგვაძეს დეტალებზე არ უსაუბრია.
ბრალდების მხარე ამბობს, რომ ბრეგვაძემ ვრცლად ისაუბრა მაგისტრალზე მომხდარი დაპირისპირების შესახებ, მათი თქმითნ, ბრეგვაძემ სხვა მოწმეებისგან განსხვავებით განსხვავებული ინფორმაცია დაადასტურდა, კერძოდ, მერსედესის ინციდენტზეა საუბარი, სადაც გიორგი ქათამაძეს დაუპირისიპირდნენ.
ოქროს მოწმე იაკობ ბრეგვაძე აცხადებს, რომ სასამართლოზე ძალიან ბევრი შეკითხვა დაუსვეს, თუმცა მას ბრალდებულები არ ამოუცვნია.
"ბევრი შეკითხვა იყო და ყველა კითხვას გავეცი პასუხი. კონკრეტულად კითხვა-პასუხს ვერ გეტყვით. რატომ არ მოვუყევი პოლიციას დეტალურად ინფორმაცია ეს არასწორი შეკითხვაა,"- განაცხადა იაკობ ბრეგვაძემ.
ადვოკატი ირმა ჭკადუას განცხადებით, მოწმეს არ დაუსახელებია კონკრეტული სახელები და გვარები, რადგან არ იცის იმ პირების ვინაობა, რომლებიც კონფლიქტში მონაწილეობდნენ. იაკობ ბრეგვაძემ 18 ივნისის ღამე გაიხსენა. კითხვები ჰქონდა ორივე მხარეს.
პროკურორ ნანა გუგუტიშვილის ინფორმაციით, რომელმაც ასევე ისაუბრა დახურულ სხდომაზე, ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
საუბარია ორ კონკრეტულ გარემოებაზე, მათ შორის, ტრასაზე მომხდარ ინციდენტზე, რომელიც "მერსედესის" მგზავრების ეპიზოდს ეხება.
პროკურორის განცხადებით, "მერსედესის" ინციდენტის დროს, პირი, რომელმაც ხელში ქვა აიღო - იყო არასრულწლოვანი ნ.ქ.
"მოწმემ დეტალურად მიუთითა, რა მოქმედებები ხორციელდებოდა "მერსედესის" ინციდენტის დროს. ექვსი ადამიანი გადმოდის მანქანიდან, ერთი არის რკინის ხელკეტით, რომელიც ურტყამს კონსტანტინე ღიბრაძეს, იდენტიფიცირება ვერ მოახერხა ვისი ფეხი და ხელი ხვდებოდა მას,"- განაცხადა ნანა გუგუტიშვილმა.
არასრულწლოვან ნ. ქ.-ს ადვოკატი დალი იმნაიშვილი კი აცხადებს, რომ ჯერ უცნობია, არის თუ არა ის პირი მისი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელზეც დღეს სასამართლოზე ანა გაბეჩავამ და სალომე ჭკადუამ ისაუბრეს.
როგორც ადვოკატი განმარტავს, გაბეჩავამ და ჭკადუამ პირი აღწერეს და აღწერილობის მიხედვით ნ.ქ-ს ვიზუალი მათ მიერ აღწერილ პირს ემთხვევა.