25 ოქტომბერი 2020,   07:01
ვრცლად
"კოვიდს ჩემთან დაპირისპირებისთვის გამბედაობა ეყო, ცუდი იდეაა" - ზლატან იბრაჰიმოვიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა

ლეგენდარულ შვედ ფეხბურთელს, "მილანის" თავდამსხმელს ზლატან იბრაჰიმოვიჩს კორონავირუსი აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს კლუბიც.

COVID-19-ზე დადებით ტესტს გამოეხმაურა თავად ფეხბურთელიც

"გუშინ COVID-19-ზე ჩემი ტესტი უარყოფითი იყო და დღეს დადებითი. არანაირი სიმპტომი არ მქონია. კოვიდს ჩემთან დაპირისპირებისთვის გამბედაობა ეყო. ცუდი იდეაა,"- წერს ზლატან იბრაჰიმოვიჩი ტვიტერზე

კლუბში აცხადებენ, რომ მათ ამის შესახებ აცნობეს "შესაბამის ორგანოებს" და იბრაჰიმოვიჩი კარანტინის პერიოდს სახლში გაატარებს.

დღის ამბები