39 წლის ქალს ყოფილი ქმარი სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ახალგაზრდა ქალს ყოფილმა ქმარმა სახლში მიაკითხა, მანქანაში იძულებით ჩაისვა და დაუსახლებელ ადგილზე წაიყვანა. ლოკაციის შერჩევის შემდეგ 31 წლის ზვიად დიასამიძემ ყოფილი ცოლი მანქანიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანა და ცემა დაუწყო, პარალელურად მოკვლით ემუქრებოდა.
"კურიერმა" გაარკვია საზარელი ამბის კიდევ უფრო მძიმე გაგრძელება. შემთხვევიდან დაახლოებით 20 დღეში ტანსაცმლის წასაღებად მისულმა მამაკაცმა ცოლს ისევ სცემა. ეზოში გაიყვანა და ქალისთვის თავის მოჭრის მიზნით ნაჯახის ძებნა დაიწყო. მისი დახმარება დედამ შეძლო. სიკვდილს გადარჩენილმა კი, პოლიციის გამოძახება გადაწყვიტა.
სამართალდამცველებმა მამაკაცი ბორჯომი-ახალქალაქის გზაზე გადაადგილების მომენტში ძალადობის შესახებ შესული ზარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. დაცვის მხარის მტკიცებით, ზვიად დიასამიძე ყოფილი ცოლის მიმართ განხორციელებულ დანაშაულს არ აღიარებს.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე მიმდინარეობს. რაიონულმა სასამართლომ ოჯახური ძალადობის საქმის განხილვა უკვე დაიწყო. ბრალდებული პატიმრობაში დატოვეს.