26 აპრილი 2024,   06:49
ვრცლად
აზერბაიჯანის თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, რომ კონფლიქტის ზონაში სამი სოფელია დაბომბილი

აზერბაიჯანის თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, რომ სომხეთის საზღვართან კონფლიქტის ზონაში სამი სოფელია დაბომბილი.

მათი ინფორმაციით, აზერბაიჯანული პოზიციები, სომხეთის საზღვართან, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში 69-ჯერ დაბომბეს, იყო გასროლები ტყვიამფრქვევიდანაც.

აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებს. სომხეთს გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

რამდენიმე დღის წინ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებამ ვითარების გამწვავებაზე პასუხისმგებლობა ოფიციალურ ერევანს დააკისრა.

დღის ამბები