20 აპრილი 2024,   15:06
ვრცლად
ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ

ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორს, რომელც ძალადობაშია ბრალდებული, ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ. სასამართლო აღკვეთ ღონისძიებაზე დღეს იმსჯელებს.  სკოლის დირექტორს გამოძიება მეუღლის მიმართ მუქარასა და ძალადობას ედავება.

დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს და დანაშაულს არ აღიარებს. მომხდარზე გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე მიმდინარეობს.

"იყენებს დუმილის უფლებას, ფაქტიურად, რაც იმას ნიშნავს რომ რ აღიარებს ბრალს. საქმის მასალები არ ჩაგვბარებია და მოგეხსენებათ, კანონიდან გამომდინარე, ბრალის წარდგენის შემდგომ გადმოგვეცემა ყველა მტკიცებულება. ამ მტკიცებულებების საფუძველზე ჩამოვაყალიბებთ პოზიციას,“ - აცხადებს ადვოკატი, ეკატერინე აბაშიძე. 

დღის ამბები