19 აპრილი 2024,   06:24
ვრცლად
მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება სულ უფრო მძიმდება - ბოლო 24 საათში 300 ათასამდე ადამიანი დაინფიცირდა

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა მილიონს მიაღწია. ინფიცირებულთა რაოდენობა 33 მილიონზე მეტია. მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 295 ათასი ახალი შემთხვევაა. გარდაცვლილია 5 ათასზე მეტი პაციენტი.

ინფიცირებულთა სტატისტიკის ზრდით, მსოფლიოში პირველ ადგილზე დღეს ინდოეთია, ქვეყანაში, ყოველდღიურად, საშუალოდ, 90 ათასი შემთხვევა ფიქსირდება. გარდაცვლილთა სტატისტიკით კი ლიდერობს შეერთებული შტატები, რომელსაც ბრაზილია მოჰყვება.

ვითარება დღითიდღე მძიმდება ევროპაში. ქვეყნები რეგულაციებს ამკაცრებენ. მოსახლეობა ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება. დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში აქციები გაიმართა.

დღის ამბები