19 აპრილი 2024,   02:45
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 3-ით გაიზარდა და 31-ს შეადგენს. მონაცემები ვებგვერდზე stopcov.ge განახლდა.

საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 148 ადამიანი.

სულ, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 5552 შემთხვევაა დადასტურებული.​

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 5650 ადმიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  836. კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რიცხვი კი 800-ს შეადგენს.

 

 

დღის ამბები