19 ნოემბერი 2024,   03:36
ვრცლად
ვერ მოხერხდა დაცვა თავშესაფრის და შეაღწია კორონავირუსმა, რაც ძალიან სამწუხაროა - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძის განცხადებით, კოვიდინფექციის სტატისტიკის მატება აჭარაში, აგვისტოს თვეში ტურისტულ სეზონს უკავშირდება.

"გარედან თუ შევხდედავ, აგვისტოშიც ვიყავი აქ და ივლისშიც. ივლისში შედარებით უკეთესი იყო მდგომარეობა, აგვისტოში რასაც ვუყურებდი, ეს რომ არ მომხდარიყო გასაკვირი იქნებოდა. ვერ მოხერხდა დაცვა თავშესაფრის და შეაღწია კორონავირუსმა, რაც ძალიან სამწუხაროა.

ჩვენ გვაქვს ძალიან ტრაგიკული გამოცდილება დასავლეთ ქვეყნებში, სადაც თავშესაფრებში შეღწეულმა ინფექციამ, გამოწვია მაღალი ლეტალობა. იგივე შვედეთში, ვერ მოხერხდა მათი საავადმყოფოებში გადაყვანა.

აქ ყველა, ვისაც სჭირდება დახმარებბა გადაყვანილია საავადმყოფოში და უტარდებათ მაღალი ხარისხის მკურნალობა,"-აცხადებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე. 

დღის ამბები