უბედური შემთხვევა წალენჯიხაში - სანადიროდ წასული მამაკაცი შემთხვევით გასროლის შედეგად დაიღუპა.
შემთხვევა სოფელ მუჟავას ტყეში მაშინ მოხდა, როცა რამდენიმე პირი სანადიროდ იყო წასული. გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული.
შსს-ში "კურიერს" უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება 116-ე, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო. ბრალდებული პირი უკვე დაკავებულია.