19 ნოემბერი 2024,   07:31
ვრცლად
ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი თანამდებობაზე რჩება - რატომ ტოვებდა თენგიზ ცერცვაძე პოსტს

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი თანამდებობაზე რჩება. თენგიზ ცერცვაძის გადადგომის შესახებ გავრცელებული ხმები, დღის ბოლოს უარყვეს.

ცნობა ინფექციური პათოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელის პოსტიდან წასვლის შესახებ, ქვეყანაში პანდემიის გავრცელების ყველაზე დიდი მასშტაბის ფონზე გავრცელდა, რასაც საზოგადოებაში აჟიოტაჟი მოჰყვა.

ყველა ელოდებოდა თავად თენგიზ ცერცვაძის განცხადებას, თუმცა დღის ბოლოს ხმები ღვაწლმოსილი ინფექციონისტის თანამდებობიდან წასვლის შესახებ მისმა პრესსამსახურმა უარყო.

თენგიზ ცერცვაძე აგრძელებს მუშაობას და ხვალ აჭარის რეგიონში მიდის, სწორედ იქ, სადაც ამ დროისთვის ყველაზე მეტი კოვიდინფიცირებულია.

დღის ამბები