25 აპრილი 2024,   12:47
ვრცლად
ხელვაჩაურის სოფელ ქვედა ჯოჭოში მეწყერში მოყოლილ 5 ადამიანს ეძებენ

ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში, სადაც მეწყერმა საცხოვრებელი სახლი წაიღო, მაშველები ხუთ ადამიანს ეძებენ.  "კურიერის" ინფორმაციით, სახლში იმყოფებოდა ოჯახის სამი წევრი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანია. 

ასევე, მეწყერმა ჩაიტანა  გზაზე მდგომი მანქანა, სადაც ორი ახალგაზრდა იჯდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აჭარაში დამატებით მიემართება: იმერეთიდან - სპეციალური საშუალებებით აღჭურვილი 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 18-კაციანი შემადგენლობით, სამეგრელოს 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 19-კაციანი შემადგენლობით და თბილისის 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 20-კაციანი შემადგენლობით.

მაშველებმა ავტოამწის დახმარებით, მდინარე სატეხიიდან ამოიტანეს ერთი ავტომობილი. მასში ადამიანები არ იმყოფებოდნენ.

დღის ამბები