26 აპრილი 2024,   18:14
ვრცლად
აჭარის სამაშველო სამსახურის უფროსის ჯუმბერ ბათაძის თქმით, ამ წუთებში სოფელ ქვედა ჯოჭოში 60-მდე მაშველი მუშაობს

აჭარის სამაშველო სამსახურის უფროსის ჯუმბერ ბათაძის თქმით, ამ წუთებში სოფელ ქვედა ჯოჭოში  60- მდე მეხანძრე მაშველი მუშობს. მისი თქმით,  იქ სადაც მეწყერმა სახლი ჩაიტანა, მაშველები ნიჩბებით მუშაობენ. ამასთან, მაშველების ნაწილი მდინარესთან არხის გადაკეტვას ცდილობს.

ჯუმბერ ბათაძის ინფორმაციით, მეწყერმა ჩაიტანა ლევან თედორაძის საცხოვრებელი სახლი.

"როგორც ამბობენ, იყვნენ სტუმრებიც, მანქანით.  ერთი მგზავრი გადმოხტა, მეორემ კი გადმოხტომა ვერ მოასწრო და წყალში მანქანიანად გადავარდა."-განაცხადა ჯუმბერ ბითაძემ. 

ლევან თედორაძის თქმით, სტუმრების ვინაობა უცნობია. 

ამ წუთებში სტიქიის ადგილას თბილისიდან მომავალ სამაშველო ჯგუფებს ელოდებიან.

დღის ამბები