თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან აჭარაში მედიკოსთა ჯგუფი გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც რეანიმაციის და ინფექციურ სნეულებათა მიმართულების ექიმები არიან. ჯგუფს საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი ხელმძღვანელობს.
რატიანის თქმით, ჯგუფი აჭარის კოვიდცენტრებში მომუშავე ექიმებს, კოვიდინფიცირებულ პაციენტთა მართვასთან დაკავშირებით გამოცდილებას გაუზიარებს.
ჯგუფი, თავდაპირველად, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმუშავებს, სადაც მძიმე პაციენტების მდგომარეობას შეაფასებენ.