17 ნოემბერი 2024,   19:41
ვრცლად
მარნეულის საკრებულოს წევრმა "ოცნებიდან" მმართველი გუნდი დატოვა და "ნაციონალურ მოძრაობას" შეუერთდა

მარნეულის საკრებულოს წევრმა "ქართული ოცნებიდან" ილხამ გასანოვმა მმართველი გუნდი დატოვა და "ნაციონალურ მოძრაობას" შეუერთდა. ინფორმაციას ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ავრცელებენ. 

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, დასაფასებელია, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ, რადგან მმართველი გუნდის წევრისთვის ასეთი გადაწყვეტილების მიღება იოლი არ იყო. 

"დარწმუნებული ვარ, არ იყო ადვილი "ქართული ოცნების" დეპუტატისთვის დაეტოვებინა ხელისუფლება მანამ, სანამ ივანიშვილია მართვის სადავეებთან და 31 ოქტომბრამდე იქნება. ამიტომ, ძალიან დასაფასებელია, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ, რომელთაც შეუძლიათ სწორი პოზიციის დაკავება მიუხედავად უამრავი გამოწვევებისა. 31 ოქტომბერი არის დღე, როდესაც ყველა ადამიანი, ყველაზე ღარიბი და ღატაკი ადამიანიც ერთი ცალი ბიულეტენით დაამარცხებს ქვეყანაში ყველაზე მდიდარ ხელისუფალს,"-განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ პარტია "ნაციონალურმა მოძრაობამ" მარნეულში "ქართული ოცნების" საწინააღმდეგო აქცია გამართა. 

დღის ამბები