06 სექტემბერი 2026,   02:32
ვრცლად
სომხეთის საელჩო აზერბაიჯანისთვის საქართველოს გავლით იარაღის მიწოდების შესახებ გავრცელებულ ცნობებს დეზინფორმაციას უწოდებს

სომხეთის საელჩო აზერბაიჯანისთვის საქართველოს გავლით იარაღის მიწოდების შესახებ გავრცელებულ ცნობებს დეზინფორმაციას უწოდებს.

ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით სომხეთის საელჩო განცხადებასაც ავრცელებს.

"ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო იმის შესახებ, რომ სავარაუდოდ, ბორჯომში გადაღებული სამხედრო ტექნიკის აზერბაიჯანში გადატანა ხდება, არ შეესაბამება რეალობას.
ვიდეოში ნაჩვენები სამხედრო ტექნიკა ეკუთვნის საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და მისი გადაადგილება განხორციელდა საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე," - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

დღის ამბები