ხელვაჩაურის რაიონში უკვე მეოთხე დღეა 61 წლის მამაკაცს ეძებენ. სამძებრო სამაშველო ოპერაცია გრძელდება. წინასწარი ინფორმაციით, ის მდინარე მეჯინისწყალმა გაიტაცა.
შემთხვევა 1 ოქტომბერს მოხდა, უხვი ნალექის გამო, მდინარე მეჯინისწყალი კალაპოტიდან გადმოვიდა და ავტომობილი გაიტაცა, რომლითაც ორი შუახნის მამაკაცი გადაადგილდებოდა. ერთმა მგზავრმა მანქანიდან გადასვლა მოასწრო, 61 წლის მამაკაცი კი, რომელიც საჭესთან იჯდა, წყალმა გაიტაცა.
მაშველებმა ავტომობილი შემთხვევის დღესვე იპოვეს, თუმცა მამაკაცს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. ახლა მეხანძრე-მაშველები მდინარის კალაპოტს ზღვის მიმართულებით მიყვებიან.
დაკარგული სამსახურეობრივი მანქანით გადაადგილდებოდა, ის აჭარის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი დეპუტატის მძღოლია.