მარნეულში ინციდენტების დაკავებას "ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" წევრების მხრიდან პოლიტიკური შეფასებები დღესაც მოჰყვა.
პარტიების წევრები ერთმანეთს მიზანმიმართულ პროვოკაციაში ადანაშაულებენ.
"ქართული ოცნება" ტოტალურ ძალადობაზეა გადასული, თუმცა არაფერი არ ეშველებათ, მწარედ აგებენ, რაც უფრო მეტ ძალადობას შექმნიან, მით უფრო მეტი ადამიანი გამოვა," - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა დიმიტრი შაშკინმა.
"ყველაფერი მოხდა "ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაციის შედეგად, დღის განმავლობაში დაიწყეს და საღამომდე გრძელდებოდა სხვადასხვა მცდელობები პროვოკაციის. სამწუხაროდ საღამოს საათებში, როდესაც მოვარდნენ ისინი ჩვენს შტაბში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ყველას, ვინც შტაბში იმყოფებოდა, შედეგად მივიღეთ ძალადობის ფაქტები, რაც არ არის ჩვენი სტილი," - აღნიშნა პარლამენტის მარნეული-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" ზაურ დარგალმა.
ცნობისთვის, ბოლნისსა და მარნეულში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით პოლიციამ 4 პირი დააკავა.