20 აპრილი 2024,   13:56
ვრცლად
აზერბაიჯანის ხელისუფლების ინფორმაციით, დაჭრილია არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტი

აზერბაიჯანის ხელისუფლების ინფორმაციით, დაჭრილია არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტი.

შემთხვევა დაბომბვის დროს მოხდა. ალიევის თანაშემწის განცხადებით, აზერბაიჯანის სამხედრო ძალებს ჰქონდათ ინფორმაცია არაიკ არუთუნიანის ადგილსამყოფელის შესახებ, რის მერეც ამ ობიექტზე არტილერიამ მიზანმიმართული იერიში განახორციელა. მის წინააღმდეგ აზერბაიჯანის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ოფიციალური ბაქოს ინფორმაციით, მშვიდობიანი მოქალაქეების და სამოქალაქო ობიექტების დაბომბვას ის პირადად ხელმძღვანელობდა.

სომხეთი არუთინიანის დაჭრის შესახებ ინფორმაციას უარყოფს და ირწმუნება, რომ ეს დეზინფირმაციაა.

მანამდე კი როგორც სომხური, ასევე აზერბაიჯანული მხარე იუწყებოდა, რომ საბრძოლო მოქმედებებისას დაიბომბა მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებული ქალაქები და სოფლები. არის მსხვერპლი. არიან დაჭრილებიც და დაშავებულებიც.

დღის ამბები