აჭარაში შექმნილ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით ბათუმში ოპერატიული შტაბის სხდომა გაიმართა. სხდომას, ლევან რატიანის ხელმძღვანელობით, კლინიცისტთა ჯგუფი ესწრებოდა.
შეხვედრაზე კოვიდის მართვაში ჩართული კლინიკების ტექნიკური ბაზა და პროფესიული რესურსები განიხილეს. რეგიონში დაგეგმილია კოვიდ-კლინიკების დათვალიერება და გამოცდილების გაცვლა.