საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - stopcov.ge-ზე განახლდა.
ამ დროისთვის, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 9245-ს შეადგენს.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 268-ით გაიზარდა და განკურნებულთა მონაცემი 4887 გახდა.
ამასთან, ქვეყანაში კორონავირუსით გარადაცვლილთა რაოდენობამ დღეს კიდევ 4-ით მოიმატა, საერთო ჯამში ვირუსს უკვე 58 პაციენტი ემსხვერპლა.
დღეის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმში - 5392 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, COVID სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1100-ია.