19 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
ბათუმში კერძო სექტორში დასაქმებულთა აქცია მიმდინარეობს

ბათუმში კერძო სექტორში დასაქმებულთა აქცია მიმდინარეობს - მოქალაქეები მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნას და საბანკო ვალდებულებების კიდევ რამდენიმე თვით გადავადებას ითხოვენ.

ამბობენ, რომ პანდემიის გამო მათი საქმიანობა შეჩერდა და ვეღარ ახერხებენ საკრედიტო დავალიანების გადახდას.

მოქალაქეები ასევე ითხოვენ, ხელისუფლებამ ფულადი კომპენსაციის ოდენობა გაზარდოს. აქცია ბათუმის სტადიონის მიმდებარედ გაიმართა, მოგვიანებით მოქალაქეებმა მშვიდობიანი მსვლელობით აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლეს. 

დღის ამბები