06 სექტემბერი 2026,   00:01
ვრცლად
გიგი წერეთელი წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს

"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში, გიგი წერეთელი, ტყიბულში ადგილობრივებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

გიგი წერეთლის თქმით, სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად, ამ ქალაქში არის მძიმე ინფრასტრუქტურული პრობლემებიც.

როგორც წერეთელმა აღნიშნა, იმ უიმედობასა და უპერსპექტივობას, რომელიც მოსახლეობაში არის, აუცილებლად შეცვლის ოქტომბრის არჩევნები, რომელიც როგორც ტყიბულს, ისე მთლიან საქართველოს რადიკალურ, გარდამტეხ ცვლილებებს მოუტანს.

დღის ამბები