06 სექტემბერი 2026,   00:12
ვრცლად
აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილებმა შიმშილობა შეწყვიტეს - აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეხვდა

აჭარის მთავრობის სახლთან საბანკო ვალდებულებების გადავადების, ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნისა და კომპენსაციების გაზრდის მოთხოვნით შეკრებილებმა შიმშილობა შეწყვიტეს. აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეხვდა.

მოშიმშილეებმა თორნიკე რიჟვაძეს საკუთარი მოთხოვნები პირადად გააცნეს და მათი განხილვის პირობა მიიღეს.

შეგახსენებთ, მოქალაქეები მთავრობის სახლთან აქციებს 2 დღის განმავლობაში მართავდნენ.



დღის ამბები