06 სექტემბერი 2026,   08:14
ვრცლად
აჭარაში შექმნილ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით ოპერატიული შტაბის სხდომა გაიმართა

აჭარაში შექმნილ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით ოპერატიული შტაბის სხდომა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ შტაბის წევრებმა აღნიშნეს, რომ რეგიონში, წინა დღეებთან შედარებით, ინფიცირების ახალი შემთხვევების კლება შეინიშნება და სიტუაცია კონტროლირებადია.

ბოლო 24 საათში კორონავირუსი 280 პირმა დაამარცხა. აქტიურად ტარდება მიზნობრივი ტესტირება. გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 1200-ზე მეტი PCR ტესტი და გამოვლინდა ინფიცირების 259 ახალი შემთხვევა.

"განხილულ იქნა რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. გამართულად მუშაობს ზოგადად სისტემა. ყველა პირი, რომელიც არის დადასტურებული თუ მათთან კონტაქტში მყოფი არის სისტემაში მეთვალყურეობაზე," - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.

დღის ამბები