06 სექტემბერი 2026,   08:13
ვრცლად
გიგი უგულავა ზუგდიდში საარჩევნო კამპანიას განაგრძობს

"ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა ზუგდიდის მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

გიგი უგულავას თქმით, სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად არ არის გამართული მუნიციპალური ტრანსპორტი, რაც მოსახლეობას ქალაქის ცენტრში გადაადგილების შესაძლებლობას უზღუდავს. 

როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, ასევე საჭიროა მედიათეკების ფუნქციონირება ქალაქში, რათა ახალგაზრდებს ჰქონდეთ ინფორმაციისა და განათლების მიღების საშუალება.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, საჭიროა ზუგდიდს ჰქონდეს რეალური თვითმმართველობა, რათა მოსახლეობამ თვითონ განსაზღვროს, თუ რა არის მათთვის პრიორიტეტული.

დღის ამბები