06 სექტემბერი 2026,   16:56
ვრცლად
ზესტაფონის უძველეს დასახლებაში ქართული საბრძოლო იარაღები აღმოაჩინეს

ზესტაფონის  უძველეს დასახლებაში, კირკის უბანში, ძველი ქართული საბრძოლო იარაღებია აღმოჩენილი. ინფორმაციას მერიის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.  

საბრძოლო აღჭურვილობა საცხოვრებელი სახლის ეზოში მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ტერიტორიაზე წყლის სისტემის სამონტაჟო სამუშაოები დაიწყეს. 

საბრძოლო იარაღების წარმომავლობას ახლა უკვე არქეოლოგები სწავლობენ.
საქართველოში იარაღის წარმოება ბრინჯაოს ხანიდან იღებს სათავეს. პირველი უძველესი ნიმუში, რომელიც დღემდეა შემორჩენილი, ბრინჯაოსგან ჩამოსხმული პატარა ზომის კოლხური ცულია, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.

დღის ამბები