04 მაისი 2024,   23:35
ვრცლად
ჩხოროწყუში "ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ამომრჩევლებს შეხვდა

ჩხოროწყუში "ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ამომრჩევლებს შეხვდა.

მან ცენტრალურ ბაღში შეკრებილებს საკუთარი პროგრამა გააცნო და მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით პრობლემები იდენტურია, თუმცა სხვადასხვა რეგიონში ამას ადგილზე არსებული პრობლემები ემატება, როგორიცაა, მაგალითად ჩხოროწყუს შემთხვევაში, მცირემიწიანობა.

ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ წესების დაცვით ხალხი არჩევნებზე მოვა. თავის მხრივ, ოპოზიციური პარტიის ლიდერის თქმით, მას და მის გუნდს ცვლილებებისა და პრობლემების გადაწყვეტის ძალა და გამოცდილება აქვს.

დღესვე ნინო ბურჯანაძე მარტვილისა და წალენჯიხის მოსახლეობას შეხვდა.

დღის ამბები