19 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
ძირითადი მტკიცებულებები, რომელმაც პროკურატურის ლოგიკით განზრახვა უნდა დაასაბუთოს, მოწმეთა ჩვენებებია - ივერი მელაშვილის ადვოკატი

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ მიმართულ ქმედებებში ბრალდებული ივერი მელაშვილის ადვოკატს საქმის მასალები გადაეცა. ბრალი ორივე დაკავებულს დღეს წარედგინა, სასამართლო პროცესი კი, დაახლოებით, ერთ საათში გაიმართება. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების შესახებ უნდა იმსჯელოს. წინასწარ არის ცნობილი, რომ მელაშვილი გირაოს შეფარდებას არ ითხოვს.

"ძირითადად, საქმეში არის ის ძველი რუკები, არქივიდან გამოთხოვილი რუკები და ა.შ. რომლის ნაწილიც პროკურატურამ დაამუშავა, ნაწილი ექსპერტიზაზეა გაგზავნილი, არსებობს ექსპერტიზის დასკვნა და ა.შ. ძირითადი მტკიცებულებები, რომელმაც, პროკურატურის ლოგიკით, ალბათ, განზრახვა უნდა დაასაბუთოს, არის მოწმეთა ჩვენებები, რომელსაც ეტაპობრივად ვეცნობი. ვფიქრობ, რომ ერთბაშად, კომპლექსურად უნდა ვისაუბროთ ამაზე და არა ამოგლეჯილად, რომელიმე მტკიცებულების განხილვა,"- განაცხადა ივერი მელაშვილის ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი - ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ მიმართული ქმედებების ბრალდებით დააკავეს.

პროკურატურის მტკიცებით, დაკავებულებმა დელიმიტაციის პროცესში იხელმძღვანელეს 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, და არა 1937-38 წლების რუკებით. სხვაობა საქართველოსთვის საზიანოა. საუბარია 3 500 ჰექტარ ფართობზე.

დღის ამბები