გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის წინასასამართლო სხდომა დღეს გრძელდება. პროცესზე მოსამართლე მხარეებს საქმის ნაფიცი მსაჯულებისთვის გადაცემას შესთავაზებს.
"კურიერის" ექსკლუზიური ინფორმაციით, ნაფიცი მსაჯულების საკითხს დათანხმდებიან ჩიქოვანი, რევაზიშვილი და გაგნიძე, ხოლო უარს იტყვის ვასილ მახარაძე, მიზეზი გამოძიების მიმართ გამოცხადებული უნდობლობაა. ადვოკატ დავით ჭიკაიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დღემდე იყენებს დუმილის უფლებას და მისი გამოკითხვა მოხდება მაშინ, როცა მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი დაიწყება.