06 სექტემბერი 2026,   16:10
ვრცლად
ბრალდებულთა მიერ ნაფიც მსაჯულთა არჩევა დროის გაწელვას ემსახურება - გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატი

გიორგი შაქარაშვილის საქმეში თავისუფლების უკანონო აღკვეთის ეპიზოდს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. ნაფიცი მსაჯულების არჩევის პროცესს გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატი აფასებს. მირიან ნიკოლაძის თქმით, ნაფიც მსაჯულთა შერჩევა არის დროის გაწელვა და სასამართლოს დაყენება გარკვეული პრობლემების წინაშე.

"ოჯახი მიიჩნევს, რომ ვისაც ბრალი ედება განზრახ მკვლელობაში, სწორედ ისინი არიან ამ დანაშაულის ჩამდენები და ახლა ისინი ამ სასჯელს მიიღებენ ნაფიც მსაჯულთა ხელში თუ ინდივიდუალურად, მოსამართლის განხილვის შემდეგ, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

ვფიქრობ, რასაც ემსახურება ნაფიც მსაჯულების ამორჩევა, ეს არის დროის გაწელვა და სასამართლოს დაყენება გარკვეული პრობლემების წინაშე იმ თვალსაზრისით, რომ საპატიმრო ვადები ამოიწუროს," - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ. 

დღის ამბები