06 სექტემბერი 2026,   16:54
ვრცლად
იმედია შევძლებთ ეროვნულ დონეზეც მივაღწიოთ, რომ დაისაჯონ დამნაშავე პოლიციელები - ფონდი "ინკლუზივის" იურისტი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

ქართული ლგბტ ორგანიზაციის დარბევის საქმეში სტრასბურგმა სახელმწიფო გაამტყუნა. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე "აღდგომელაშვილი და ჯაფარიძე საქართველოს წინააღმდეგ", რომელიც 2009 წელს თბილისში, პოლიციის მიერ ლგბტ უფლებადამცველი ორგანიზაციის, "ფონდი ინკლუზივის" ოფისის დარბევას ეხებოდა.

სტრასბურგის გადაწყვეტილებით, ამ ქმედების ფარგლებში ადგილი ჰქონდა არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას, ასევე დისკრიმინაციას. "ფონდი ინკლუზივი" აღნიშნულ საკითხს დღეს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურება.

"არ არსებობს არც დაზარალებულის სტატუსი და წინასწარი გამოძიების შესახებაც არ გვაქვს ინფორმაცია სახელმწიფო უწყებების მხრიდან. ამიტომ, ახლა დიდი იმედი გვაქვს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში მივიღებთ, რომ სასამართლო უშუალოდ შეაგროვებს იმ მტკიცებულებებს, რაც სტრასბურგის სასამართლოს უკვე აქვს, მან დარღვევა უკვე დაადგინა და შევძლებთ, რომ ეროვნულ დონეზეც მივაღწიოთ იმას, რომ დაისაჯონ დამნაშავე პოლიციელები,"- განაცხადა ქეთი ბახტაძემ.

 

დღის ამბები