19 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 179 თბილისში დაფიქსირდა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის განცხადებით, დადასტურებული 527 შემთხვევიდან 190 (36%) აჭარიდანაა, 179 (34%) თბილისი, 91 - იმერეთი, 11 - კახეთი, 10 - შიდა ქართლი, 28 - ქვემო ქართლი, 3 - მცხეთა-მთიანეთი, 3 - გურია, 1- სამცხე-ჯავახეთი.

აქტიურ შემთხვევა რაოდენობა არის 4886. მარინა ენდელაძის თქმით, პაციენტების ნაწილი  სტაციონარებში და კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს, უსიმპტომო პაციენტთა ნაწილი კი ბინაზე იმყოფება.  

კრიტიკულ მდგომარეობაშია 63 ინფიცირებული პაციენტი. 61 მართვით სუნთქვაზეა, მათ შორის 31 ინტუბირებულია და 30 CPAP რეჟიმზე იმყოფება. კრიტიკული პაციენტებიდან 9 ოკუპირებული აფხაზეთიდან, 1 კი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდანაა.

ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე, 40 პაციენტია, აქედან 6-ის მდგომარეობა მძიმეა.

დღის ამბები